სახვითი ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა ”.

 

სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 20 ივლისს 16:00 საათზე გაიხსნა  სახვითი ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი „წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა ”. ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი - საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი. თავმჯდომარე - გიორგი გუგუშვილი.

ფესტივალი შედგება 3 ნაწილისაგან:

1. უცხოელი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების ფოტოანაბეჭდების გამოფენა.

/ავსტრია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, იტალია/

2. 4 თბილისელი მხატვრის ფერწერული ნამუშევრების საპრეზენტაციო გამოფენა

/გოგი ხახუტაშვილი, მურთაზ შველიძე, თეონა პაიჭაძე, ქეთი ბათიაშვილი/

3. თბილისელი და ბათუმელი მხატვრების /გურამ ფუტკარაძე, აკაკი ჯაში, ზურა ფაღავა, თამთა დარჩია, ირინა ტორონჯაძე, ბექა ბოლქვაძე/ ფესტივალის დასკვნითი გამოფენა.

გამოფენა გაგრძელდება 30 ივლისის ჩათვლით.